Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ გივი ჭანუყვაძის 100 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2024 წლის 27 მარტს, გაიმართა პროფესორ გივი ჭანუყვაძის დაბადებისდან 100 წლის იუბილე.

პროფესორი გივი ჭანუყვაძე იყო უნივერსიტეტის მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგი,  და მენცნიერ-ეკონომისტი. იგი, წლების განმავლობაში იყო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი.

საზეიმო სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. პროფესორ გივი ჭანუყვაძის ცხოვრებისა და მისი მოღვაწეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე. სიტყვით გამოვიდნენ და ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი გაიხსენეს: აკადემიკოსმა მიხეილ ჯიბუტიმ, პროფესორმა მერაბ კაკულიამ, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა, ემირიტუსმა პროფესორმა ელენე ხარაბაძემ, პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა გოგორიშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას წერილობით მიმართა პროფესორმა რევაზ გოგოხიამ. შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. ღონისძიების დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და სამადლობელი სიტყვით მიმართა, პროფესორ გივი ჭანუყვაძის ქალიშვილმა, ქალბატონმა ლუიზა ჭანუყვაძემ.